ამ წუთებში ლანჩხუთის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ფესტივალ "კავკასია 2015"-ის დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ფოლკლორის (ქორეოგრაფიის) მოღვაწეთა კავშირის ეგიდით იმართება.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ლანჩხუთში იმყოფებიან ქორეოგრაფიული ანსამბლები ყაზახეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, მოდოვიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. სულ 20-მდე ანსაბლია წარმოდგენილი.