ქალაქ თბილისმა ამ დღეებში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას. საერთო ჯამში ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა რვა ოქრო და ორიც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ჩემპიონი 46 კგ. წონით კატეგორიაში გახდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი 14 წლის გიორგი შოთაძე (მწვრთნელი ზაზა ღლონტი).
ზაზა ღლონტის ინფორმაციით, ლანჩხუთელმა მოჭიდავემ ფინალამდე სამი შეხვედრა გამართა და სამივე დამაჯერებლად მოიგო, ფინალში კი სომხეთის წარმომადგენელთან გამარჯვების მისაღწევად სულ ერთი წუთი დასჭირდა.
8:0 ასეთი შედეგით დაასრულა ფინალური ასპარეზობა შოთაძემ.
ამ ეტაპზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომლის წევრიცაა გიორგი, 4-9 აგვისტოს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ფილას ეგიდით გასამართ ევროპის პირველობისთვის ემზადება, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას 10 ფალავანი დაიცავს. ამჟამად ლანჩხუთელი სპორტსმენი ნაკრებთან ერთად წყალტუბოში იმყოფება საწვრთნელო შეკრებაზე, შემდეგ კი ორი კვირით ბაზალეთში გაემგზავრება.
მწვრთნელები გიორგიზე დიდ იმედებს ამყარებენ.
ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და 17 წლამდელთა ნაკრებში ნაკრებში ადგილი მყარად აქვს დაბევებული.
პირველი შემთხვევაა, როცა ლანჩხუთის საჭიდაო სკოლის აღზრდილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც არაერთი ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი.