დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. თინათინ ხიდაშელი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ პირველი კონტრაქტი 15 ივნისს გააფორმა.
"ხელს ვაწერთ მეორე ხელშეკრულებას უკვე სხვა ფრანგულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ რამდენიმე კვირის წინ, უფრო ეფექტური იყოს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამ სისტემას შეიძლება დააშენონ ძალიან ბევრი, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე ეტაპზე ამ კონტრაქტის მეორე ნაწილი გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მის განვითარებაზე. ვიწყებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ მიმართულებებზე უკვე საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ.
ვესაუბრე პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მზად ვართ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, როდესაც გადაწყვეტენ ნდობის ჯგუფის სხდომის თარიღს. ასევე, პრეზენტაციას გავმართავთ მთავრობისთვის და ბუნებრივია მთავარსარდლისთვის“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.