თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლის ანგარიში მოისმინეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ სამუშაოებზე, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები და თბილისის მერია ახორციელებენ. ასევე – გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია სტიქიის ზონაში მოხვედრილ მოსახლეობასთან დაკავშირებით.
კომისიის სხდომის ერთ-ერთი თემა იყო საშუალო და გრძელვადიანი გეგმები. სახელმწიფო უწყებებმა და დედაქალაქის მერიამ კონკრეტული დავალებებიც მიიღეს.