რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "The Sun" საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა რომ ქალაქ კარდიფის უნივერსიტეტის სწავლულებმა 19 იანვარი, წლის ყველაზე დეპრესიულ დღედ აღიარეს.
ექსპერტების მიერ დამუშავებული "ბედნიერების ფორმულის" თანახმად, სახელდობრ, ამ დღეს ინგლისელები და სხვა ევროპელები შობა-ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ მოწყენილობას იგრძნობენ, რაც იმ აზრამდე მიიყვანთ, რომ უახლოეს მომავალში სასიამოვნო არაფერი ელით. ცუდი გუნება-განწყობის მთავარ მიზეზთა შორის ექსპერტები ცივ ამინდს, დაგროვილ ვალებს, გადაუხდელ ანგარიშებს, აგრეთვე ხელფასამდე დარჩენილ კიდევ ორ კვირას ასახელებენ.
"ყველა ეს ფაქტორი აქცევს 19 იანვარს წლის ყველაზე მწუხარე დღედ", – დარწმუნებულნი არიან სწავლულები. ისინი აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამუშაო, გაცილებით ადვილად უმკლავდებიან დეპრესიას, ვიდრე სხვები.