ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა მეცნიერებმა საინტერესო სიახლეს ახადეს ფარდა: ტელევიზორი სინამდვილეში მტერი ყოფილა და თანაც როგორი! ცისფერი ეკრანის წინ გატარებული ყოველი საათი ოცდაორ წამ სიცოცხლეს გვართმევს. საბოლოოდ კი, დღეში ექვსი საათის განმავლობაში ეკრანს მიჯაჭვულნი სიცოცხლეს მინიმუმ ხუთი წლით იმოკლებენ.
რვა და ათი საათი ზუსტად 12 წლით მოგიახლოებთ აღსასრულს.
სხვათა შორის, ექიმებიც ადასტურებენ იმას, რომ ტელევიზორომანია არანაკლებ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მოწევა, ღორმუცელობა, ცხოვრების პასიური წესი.
ერთი სიტყვით, თუ ავსტრალიელი მეცნიერები არ ცდებიან და ეს ყველაფერი მართალია, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიურპრიზებს უნდა ველოდეთ კომპიუტერისგან, მობილურ ტელეფონებსა და ტელევიზორებზე გაცილებით დახვეწილი ტექნიკისგან.