როგორც ამერიკული ჟურნალი "ფორბსი" იუწყება, კალიფორნიაში მდებარე მილიონერებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავებით დასახლებულმა გარეუბანმა ბევერლი ჰილზმა, ამერიკაში ყველაზე ძვირად ღირებულის ტიტული დაკარგა.
უძვირესი დასახლება დღესდღეობით უკვე კალიფორნიის სხვა გარეუბანი – დუორტია. ამ დასახლების ყველაზე ცნობილი მცხოვრები ჯაზმენი გლენ მილერია, რომლის სახელსაც ადგილობრივი პარკიც კი ატარებს. სახლის საშუალო ფასი დუორტში 4,3 მილიონი დოლარი ღირს.
ბევერლი ჰილზი ყველაზე ძვირად ღირებულ დასახლებებს შორის მე-6 ადგილზე გადავიდა. აქ საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულება 3,684 მილიონია.
ამერიკის უძვირესი დასახლებების ათეულში მოხვდა კალიფორნიის კიდევ რამდენიმე გარეუბანიც: ატერტონი, როლინგ ჰილზი, ბელვედერი, სანტა ბარბარა.
ასევე მანჰეტენის ყველაზე პრესტიჟული რაიონები: ვესტ ვილიჯი, ისტ საიდი, ცენტრალ პარკი, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ქალაქი ალპაინი, რომელიც ნიუ-იორკის გარეუბნად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის უძვირეს 500 დასახლებას შორის ნახევარზე მეტი კალიფორნიაშია.