რუსეთში სიღარიბემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას THE BUSINESSINSIDER-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ რუსეთის სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
"სამწუხაროდ, სტატისტიკის მიხედვით, ოფიციალურად 22 მილიონზე მეტი ადამიანი რუსეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს", _ აცხადებს რუსეთის ვიცე-პრემიერი ოლგა გოლოდეცი.