ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას, ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში, ივლიტას მამა, მამა გიორგი ჯიბუტიც ესწრება.
მამა გიორგიმ ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისა და დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა მედიასახლ "გურია ნიუსისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ახალგაზრდების ენთუზიაზმით, შრომით და სიყვარულით კეთდება.
ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
"ვერეს თაობა" გურიაში სახელმწიფოებრივი იდეების ირგვლივ ერთიანდება და სიყვარულით თანაცხოვრებას იწყებს!