საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დღეს გაიხსნა.
RUITER-ის ცნობით, ბანკებთან რიგები დგას, თუმცა ბანკომატებიდან თანხის გატანაზე ლიმიტია დაწესებული.
"შეზღუდვები თანხის გატანაზე კვლავ იარსებებს. ვიმედობნებ, ჩვენ გადავდივართ არსებობის ახალ ეტაპზე, რომელიც ნორმალურ ცხოვრების რიტმში დაგვაბრუნებს."-განაცხადა საბერძნეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლუკა კატსელმა.
როგორც ბანკების თანამშრომლებმა თქვეს, სამკვირიანი შესვენების გამო შესაძლოა უმნიშვნელო დარღვევები იყოს, მაგრამ ეცდებიან შეუფერხებლად იმუშაონ.
"ჩვენ და ჩვენი ქსელის კონკურენტებიც მზად ვართ კლიენტებს მოვემსახუროთ. თუმცა შეფერხება შესაძლოა ქსელების გადატვირთვამ გამოიწვიოს, რადგან ბევრ მოქალაქეს სურს საკუთარი დეპოზიტიდან თანხა გაიტანოს."_ ამბობს საბერძნეთის პირაეუს ბანკის ხელმძღვანელი.
გამოცემის ინფორმაციით,საბერძნეთში ბანკების გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გასულ კვირას ქვეყნის დაფინანსების გადაწყვეტილება საგანგებოდ მიიღეს.