ამ წუთებში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტის გახსნაზე იმყოფება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ნატანების საზოგადოებრივი ცენტრი თეა წულუკიანმა და ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნეს.
ცენტრი ათი ათასამდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ის თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ნატანების საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ოცდამეხუთეა საქართველოს მასშტაბით.
"გურია ნიუსმა" იუსტიციის მინიტრს კითხვა დაუსვა საოკუპაციო ხაზათან საზღვრის გადმოწევის შესახებ.
"ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ წამოვიწყებთ მორიგ ომს"- გვიპასუხა მინისტრმა.
წულუკიანის კომენტარს ვრცლად უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.