შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ბრძანების საფუძველზე, ალექსანდრე ჭიკაიძე მინდია ჯანელიძის მოადგილედ, რამდენიმე დღეა მუშაობს.
ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2015 წლის იანვრამდე მუშაობდა.