ავღანეთში, ქაბულთან ახლოს ამერიკის შეერთებული შტატების მებრძოლებმა ავიაიერიში განახორციელეს.
DUNIANEWS-ის ცნობით, იერიშის შედეგად 14 ადგილობრივი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
"ამ დილას აშშ-ს ჯარების მიერ ლოგარის პროვინციაში ინციდენტი მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება."_ განაცხადა ავღანეთში ამერიკის სამხედრო წარმომადგენელმა ქოლ ბრაიან ტრიბუსმა.
როგორც ცნობილია, ადგილი სადაც იერიში განხორციელდა დაუსახლებელია და მოძრაობა "თალიბანი" მის დიდ ტერიტორიას აკონტროლობს, ხოლო ნატო-ს მებრძოლები ავღანელებს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან.
როგორც ავღანელი სამხედროების ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, სამხედრო ბაზის თავზე ქვეყნის დროშა იყო აღმართული, ამიტომ უცნობია რატომ განახორციელეს შეტევა ამერიკელებმა.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელების მიერ ავღანეთში საჰაერო იერიშები გახშირდა. მათ ივნისში 106, ხოლო მაისში 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ხოლო აფეთქებების შედეგად 1000- ზე მეტი ავღანელი მოქალაქე დაიღუპა.