"გურია ნიუსის" ოფისში "ივლიტას ბიბლიოთეკის" გახსნას ივლიტას მამა, მამა გიორგი (ჯიბუტი) ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. მამა გიორგიმ ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დაფასება, მთელ საქართველოს ეკუთვნის:
_ ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომა, _ აღნიშნა მამაომ.