საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა დაესწრო:
"მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინაც საოცარი ენთუზიაზმი გამოიჩინა და გააგრძელა ის უდიდესი მუხტი, რომელიც თბილისში სტიქიური უბედურების დროს ვერეს ხეობაში დაიბადა და ივლიტას სახელით გაგრძელდება. ივლიტას ბიბლიოთეკა უნდა გახდეს საქართველოს ყველა რეგიონისა და ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო“ _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.