დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე განიხილეს ამავე საკრებულოს აგრარული კომისიის თავმჯდომარის შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. როგორც ცნობილია, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ის ახლახან ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. კენჭისყრამდე "ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შემდეგ კი, ფარული კენჭისყრისას, ცემა-ტყეპაგავლილი 29 დეპუტატიდან ოცდაერთმა მხარი დაუჭირა ართმელაძის გადაყენებას, 8 დეპუტატი კი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.
საკრებულოს შემადგენლობაში 42 დეპუტატია და 22 მომხრე მაინც უნდა ყოფილიყო, რომ ართმელაძე კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაეყენებინათ. ამიტომ ჯერჯერობით პატიმრობაში მყოფი დეპუტატი, მაინც საკრებულოს აგრარული კომისიის თავმჯდომარედ რჩება. სასამართლოს განაჩენის დადგომამდე მას უნარჩუნდება დეპუტატის უფლებამოსილებაც.