სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. კენჭისყრას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
გომელაური ამ პოსტზე 6 წლის ვადით არის დამტკიცებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა.
ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.