https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის” _ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

9:07; 30.07.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ჩვენ გვჭირდება უკეთესი მთავრობა და უკეთესი პარლამენტი!" _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ამბობს, რომ საზოგადოებას ბევრი რამის სწავლა სჭირდება.

_ ბატონო ბიძინა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო… ამ დაპირების შეუსრულებლობაში დღემდე გადანაშაულებენ ოპონენტები…

_ ალბათ, ნახეთ კოალიციის წინადადება და პაკეტის შეთავაზება. რეფორმას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. რომ არ დაგიმალოთ, მე ჩემი აზრი მაქვს ამაზე _ რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი, დღესვე შესულიყო ცვლილება. 2016 წელს ყოფილიყო ის, რასაც ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. გუნდის წევრების დიდ ნაწილს ეს არ მოეწონება და არ მოსწონს, მაგრამ არც შემდგომში მოეწონება ბევრს. 2020 წელს, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" არანაკლები პოზიცია ექნება და ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მათ არ აინტერესებთ, რა მოხდება, ასე არ არის. თან, ასეთ დიდ ცვლილებებს მომზადება სჭირდება. იმ პირობების გათვალისწინებასაც ახერხებენ, რომ არ უნდა იყოს ასეთი დისბალანსი ამომრჩევლებს შორის, ითვალისწინებენ ევროკომისიის მოთხოვნას. ამაზე სასამართლოც იყო. იმ შეთავაზებაზე, რაც კოალიციამ გააკეთა, არც ამერიკის და არც ევროპელების მხრიდან კრიტიკა არ გამიგონია. კრიტიკულია მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია _ უნდათ ყველაფერი როგორც მათ სურთ, იყოს. უნდა გამოვიდეთ რეალური შესაძლებლობებიდან _ პოლიტიკური პარტია იქნება, კოალიცია თუ მთავრობა, ყველას უნდა მოვთხოვოთ ის, რაც შესაძლებელია რეალურად. ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალია მოძებნილი. 

_ თქვენი აზრით, გაამართლეს თუ არა იმ მაჟორიტარებმა, რომლებიც 2012 წელს შეარჩიეთ? კონკრეტულ პირებზე შეგიძლიათ გვესაუბროთ?

_ მე ვიტყოდი უფრო ზოგადად, რადგან დაკონკრეტება შორს წაგვიყვანს. იმ ვითარებაში, როგორშიც მოხდა მაშინ მაჟორიტარების არჩევა და გახსოვთ, რომ ის არჩევნები არ იყო _ ომი იყო, გამარჯვება გმირობად შეიძლება ჩავუთვალოთ ბევრ მაჟორიტარს. 

_ თუმცა, ყველამ იცის, რომ არჩევნები მოიგო ხალხმა თქვენთან ერთად და არა კონკრეტულმა მაჟორიტარებმა…

_ არჩევნები მოიგო ქართველმა ხალხმა. რა თქმა უნდა, მე ჩემი როლი მქონდა და არ ვაპირებ ამის დაკნინებას, მქონდა განსაკუთრებული როლი, ყველას ჰქონდა თავისი როლი.

_ ბევრი დეპუტატი ვიცით, რომლისთვისაც ხალხს ხმის მიცემა არ სურდა, თუმცა, თქვენმა ავტორიტეტმა გადაწონა…

_ მათ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. პარლამენტი იგივე წარმოებაა. კანონს უნდა შექმნა, დახვეწა და შეკვრა და ამ წარმოებას გამოცდილება სჭირდება. ამ კუთხით, შეიძლება ძალიან ბევრი ვერ შეაქო. 

მიმაჩნია, რომ უკეთესია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. არც ის დამოკიდებულება მომწონს, რაც მაჟორიტარებს აქვთ ამომრჩეველთან _ ბევრჯერ მითქვამს მათთვის, რომ ფეოდალებად არ მოსულან, მაგრამ აღარ გვინდა ახლა ამაზე საუბარი, ყველამ რაღაც გადაიტანა და გადახარშა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბევრის შესახებ მქონდა შენიშვნები.

_ მათ სიაში გურიის რომელიმე მაჟორიტარი იყო? 

_ ყველასთან შეიძლება მქონდა რაღაც ტიპის შენიშვნები _ იდეალური არავინაა. არც მე არ მაქვს პრეტენზია და ნურავის ნუ ექნება _ ყველას გვეშლება რაღაც. 

_ "გურია ნიუსთან" საუბარში ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას მაჟორიტარების მისამართით…

_ ძირითადად, სწორებას ყველანი ახერხებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უკეთესი პარლამენტი _ უნდა იყოს მეტი პროფესიონალი, კანონის წარმოებაზე უნდა იმუშაონ და არა ის, რომ დარბაზში სხედან და არ იციან, რა აკეთონ. თუმცა, ეს არ არის მათი ბრალი. ეს იყო საერთო სიტუაცია, საერთო მოთხოვნილება იმ შესაძლებლობიდან, რეალობიდან, რაც მაშინ არსებობდა. მე მქონდა გარკვეული წვლილი და ვიმართლებ, თუ გინდათ, თავს _ მეტი ვერ შევძელი. ჩვენმა საზოგადოებამაც მეტი ვერ შეძლო. პრინციპში, ყველას მადლიერებით მოვიხსენიებ. და მაინც მთავარი სხვა რამეა, რაზეც ჩემ გარდა არავინ აკეთებს ანალიზს _ მთავარია ის, რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში, როგორ იმსხვრევა ის, რომ დღესაც, ძალიან ბევრს ისევ ბატონი ენატრება.

_ ვის ენატრება?

_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელობას ვიჩემებთ და ამ დროს ბევრი საფეხური კიდევ გასავლელი გვაქვს. მენტალურად ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. საზოგადოების რაღაც ნაწილს რომ არ ეწყინოს, ისევ ბიზნესს მივადგები _ ბიზნესმენების ძალიან დიდი რაოდენობა დღესაც ელოდება, რომ როგორმე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ გავლენიან პიროვნებებთან. ეს პრობლემაა და ნელ-ნელა იმსხვრევა ყველაფერი. დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს _ ჩვენ ვართ ქვეყნის პატრონი. 

რატომ მომეწონა "ივლიტას ბიბლიოთეკა", რატომ ამოვედი _ დიდი ღონისძიებებზე მე არ დავდივარ. განსაკუთრებით იქ, სადაც მთავრობაა. თქვენთან სწორედ იმიტომ მოვედი, რომ საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა კარგად გააცნობიერეს _ ეს ქვეყანა მათია. არავის დაელოდნენ და დაამტკიცეს, რომ რეგიონი მათ ეკუთვნით _ ეს იყო ჩემთვის სანიმუშო მაგალითი. ასე უნდა იყოს ყველგან _ ბიზნესმენი იქნება თუ მასწავლებელი, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ქვეყნის პატრონი. ეს აჩვენეს თქვენთან ახალგაზრდებმა და ეს იყო ჩემთვის მთავარი. ეს იყო იდეალური გამოძახილი, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული საზოგადოება. ეს იყო კარგი გამოძახილი იმის, რომ ცოცხალი ერი ვართ, ჯანსაღი ერი ვართ.

_ თვითმმართველობის რეფორმაზე რას გვეტყვით? ესეც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. 

_ ეს იყო ჩემი პირმშო. ყველაზე მეტს ამაზე ვმუშაობდი და დღესაც ამ რეფორმას გაფაციცებით ვადევნებ თვალ-ყურს. მგონია, ეს კანონი მოახერხებს და შეცვლის დამოკიდებულებას, რომ ცენტრიდან აღარ უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უფროსის მითითებები. ადგილობრივი თვითმართველობის კანონი კონკრეტული მექანიზმია, რომ ადგილებზე, რეგიონებში ხალხმა ისწავლოს მართვა, მიიღოს პოლიტიკური გამოცდილება. თქვენ მკითხეთ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რატომ არ არიან ჯერ ძლიერებიო _ მაჟორიტარსაც გარკვეული დატვირთვა აქვს დღეს და ეს უნდა გადავიდეს გამგებელზე, მერზე. მათ ირჩევენ რეგიონები, მათ უნდა მოითხოვონ ყველაზე მეტი.

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი არჩეული ხალხია, მათ უნდა მოსთხოვონ, მათთან ითანამშრომლონ და ეს უკეთ დაანახებს ყველას, რა ხდება მათ ბოსტანში. რა თქმა უნდა, აუცილებელია დეცენტრალიზაცია…

_ თუმცა, რეგიონებს არ აქვთ ფინანსური დამოუკიდებლობა, არც საზოგადოებრივი საბჭოები შექმნილა…

_ რა თქმა უნდა, ბევრი რამეა გასაკეთებელი. მაგ მხრივ ხადური შფოთავს, არ სურს, რომ ეს სისტემა დაენგრეს, მაგრამ ჩემს დროს ვაიძულეთ და ახლაც, მგონი, მიყვება მაგ ხაზს. არ სურს იმიტომ, რომ შეიძლება ამ გარდაქმნას ცუდი რამ მოყვეს და არა იმიტომ, რომ ხადური ცუდი კაცია. 

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ის პრაქტიკა, რაც 2012 წლამდე იყო, როცა ხელისუფლების პირველ პირებს შეიარაღებული დაცვა დაჰყვებოდა და ხალხს მათთან გასაუბრების საშუალება არ ჰქონდა, არ უნდა გაგრძელდეს:

_ როცა პრემიერი ვიყავი, ბევრჯერ გამიგია გაკვირვებული ხალხის ხმა _ ეს რანაირი პრემიერია, რა უბრალოო. ზოგს არ მოსწონდა და ზოგს დღესაც აქვს განცდა, რომ თანამდებობის პირს ავტომატებით შეიარაღებული დაცვა უნდა ახლდეს. მახსოვს, 2012-ში, არჩევნებამდე, გასვენებაში ვიყავი. ირგვლივ ავტომატებიანი დაცვა და დარბეული ხალხი დამხვდა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს დარჩა ეს მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. არ გვინდა უფროსი და არ გვინდა პატრონი _ ამ ქვეყანაში ჩვენ ყველანი პატრონები ვართ. გვინდა მთავრობა, რომელიც მოვა და ჩვენს სამსახურში დადგება.

_ გვინდა თუ გვყავს?

_ მსგავსი უკვე გვყავს. უკეთესი გვინდა. 

_ გუბერნატორის ინსტიტუტი მოგწონთ?

_ ისეთი, როგორიც დღეს არის, არა. გავიხსენებ ერთ მაგალითს _ როდესაც არჩილ კბილაშვილი პროკურორი გახლდათ, ამერიკიდან ჩამოსულმა, მოწმეების დაკითხვის წესთან დაკავშირებით, მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მიგვეღო კანონი, რაზეც შევეწინააღმდეგე. ბევრი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის უსუფაშვილთანაც. არჩილი ცდილობდა, ეს კანონი როგორმე ადრე მიგვეღო, მაგრამ იმ დროს არ იყო მზად არც შესაბამისი სტრუქტურები, არც მთლიანად მთავრობა და შეიძლება, საზოგადოებაც. ასევეა, გუბერნატორის ინსტიტუტიც. ადგილობრივი თვითმართველობის კანონთან ერთად, ეს ინსტიტუტიც დაიხვეწება, გამაგრდება და მოშორდება ყველაფერი, რაც ჭარბია. 

_ გუბერნატორები დღეს, თითქმის, უფუნქციოდ არიან…

_ გეთანხმებით. ნელ-ნელა ეს ყველაფერი ჩაქრება და დავიწყებას მეცემა. ნელ-ნელა მივალთ ევროპულ სახელმწიფომდე, მაგრამ თანმიმდევრულობა უნდა დავიცვათ. დროის რაღაც მონაკვეთში თუ მოვინდომებთ იმაზე მეტის გაკეთებას, რაც საჭიროა, უკეთესობის ნაცვლად, შესაძლოა, უარესობა მივიღოთ. ქვეყნას მართვა უნდა _ ასე მარტივად არ არის.

_ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ კოალიციის დაშლაზე… ამბობენ, რომ "რესპუბლიკელები"  თითქმის ოპოზიციაში არიან…

_ ეს კითხვები იყო მაშინ, როდესაც პარლამენტი მოსმენების კანონს განიხილავდა _ მსგავსი პოზიცია იკვეთებოდა. დღეს ეს კითხვები მგონი მოხსნილია _ "რესპუბლიკური პარტია" მყარად არის კოალიციის წევრი და ამ ბოლოს საფუძვლიანი კითხვები აღარ გამიგია. მაშინ კითხვები და შფოთვები ისმოდა და მას ჰქონდა გარკვეული საფუძველი. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი დალაგებულია და როგორც მე ვფიქრობ, კარგად. არაფერი ტრაგიკული წინ არ გველის. მაგრამ რომც მოხდეს და დაიშალოს კოალიცია, არანაირი კატაკლიზმები არ იქნება. აი, გამოვიდა ერთი პარტია, მერე რა?! არც არაფერი. მთავარია, საზოგადოება იყოს სწორად მიმართული. ისინი სწავლობენ ნელ-ნელა, რომ მოთხოვონ ხელისუფლებას, სწავლობენ, აირჩიონ ის, ვინც არ ცრუობს, ვინც საქმის გამკეთებელია, ყალბ განცხადებებს არ აკეთებს და მოსვლის შემდეგ გააკონტროლონ _ ესაა მთავარი და ეს არ უნდა წაგვართვან, ეს არ უნდა დავკარგოთ. აი, ამას თუ საფრთხე დაემუქრება, მომიწევს პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ, ვფიქრობ, არ მომიწევს, რადგან საზოგადოება სწრაფად ვითარდება. ყველაზე კარგი რაც გავაკეთეთ ისაა, რომ წართმეული ხმის უფლება დავუბრუნეთ საზოგადოებას. ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, ვინ ავირჩიოთ და მერე მათგან მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის და ვაკონტროლოთ. ეს პროცესი თუ არ დაირღვა, მერე არავითარი პრობლემა არაა. "ნაციონალური მოძრაობაც" იქნება, სხვა პარტიებიც იქნება, კოალიციაც იქნება ან არ იქნება _ ყველაფერი იქნება, როცა ამას გავაცნობიერებთ.

ამის მაგალითია ის, რაც მოხდა თქვენთან, "ივლიტას ბიბლიოთეკის" დაფუძნების დროს _ ახალგაზრდებმა გაიგეს, რომ ეს მათია და მათ შეუძლიათ შენება. ყველა რომ ასე გააკეთებს, გაათვითცნობიერებს ამას, პოლიტიკა არ იქნება საშიში. ჩვენთვის საშიში იყო პოლიტიკა. ხომ ნახეთ, რაც ხდებოდა? ჩვენ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკისგან კი არ უნდა მოვითხოვოთ რამე, არამედ ყველასგან. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ყოფილმა პრემიერმა ჩვენთან ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძეზე, ვახტანგ გომელაურზე და დავით სერგეენკოზეც ისაუბრა _ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ოპოზიცია ივანიშვილის ნაცნობობით დანიშნულებს უწოდებს. 

_ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი პოლიტიკოსი მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, თანამებრძოლებს და თანაგუნდელებს ასახელებს. იქ ტენდერი არ ცხადდება. მე ამაში არაფრით გამორჩეული არ ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, იგივე გომელაური არავის გახსენებია, როცა მინისტრის მოადგილე იყო, როგორ გადაალაგა სტრუქტურა, რომელიც მას ექვემდებარებოდა. უფრო ადრე ის შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, რატომ იწყებენ ბოლოდან ან შუადან?! ასე იყო ანზორ ჩუბინიძეც _ გარდა თავისი გამოცდილებისა, ძალიან კარგი სპორტსმენიც არის, ჩემპიონიც და ა. შ. იმავე სერგეენკოზე, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემი პირადი ექიმი, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვან და ლაპარაკობენ ასეთ კონტექსტში. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვინმე ვინმეს ნიშნავს თანამდებობებზე, ეს უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მათ პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაში ეჭვი შეგვეპარება. 

რომ არა ივანიშვილის პირადი ნაცნობობა, სერგეენკო არ იმსახურებს თანამდებობებს?! ასე ვფიქრობთ?! ასე არ არის! სად ნახეთ, რომ ცუდად მოემსახურა სახელმწიფოს? აი, ეს არის არაკორექტულობა. 

სამივე მათგანი პრინციპულები, პატიოსნები, პროფესიონალები არიან, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე დაიკავებს, თუ არა ანზორ ჩუბინიძე შს მინისტრის პოსტს, ექს-პრემიერი აცხადებს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა:

_ არ დავინტერესებულვარ. შეიძლება იყოს ერთ-ერთი კანდიდატი, შეიძლება ვიკითხო კიდეც. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ იქნება შს მინისტრი _ მე ვიცი, რომ ხალხის სამსახურში უნდა იყვნენ. ანზორი თავის წარსულით ყველაფერს იმსახურებს, _ გვითხრა ივანიშვილმა.

იხილეთ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს პირველი ნაწილი: "ნაზონდერალები დღეს მორალზე გვესაუბრებიან…" _ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

ამავე თემაზე: "თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა" _ ივანიშვილი "პანორამა თბილისზე"; "იქ ტენდერი არ ცხადდება" _ რა ინფორმაციას ფლობს ივანიშვილი მომავალ შს მინისტრზე; ბიძინა ივანიშვილი "რესპუბლიკელებზე" და კოალიციის სამომავლო გეგმებზე; ივანიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე _ "ეს თავისუფალი დემოკრატების" დროსაც მოხდა"; "უნდა იცოდე კრედიტი რაში აიღო" _ ივანიშვილი ლარის კურსზე და პირად ბანკირზე; "ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ" _ ივანიშვილი პრემიერზე, ეკონომიკაზე და რეიტინგებზე; ივანიშვილი: "მარგველაშვილთან საუბარს საჭიროების მიხედვით გავასაჯაროებ"; ბიძინა ივანიშვილი: "ჩემს დროს ხადური ვაიძულე"; დააფინანსა თუ არა ივანიშვილმა ყოფილი "ნაციონალები"; "ე.წ. საზღვრის 200-300 მეტრით გადმოწევით ვერავინ გამდიდრდება" _ ბიძინა ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ გვაკლია განათლება"; ბიძინა ივანიშვილი: "გაფაციცებით ვადევნებ თვალს, ეს არ დაირღვეს"; "რეფორმებზე შენიშვნებსაც ვაძლევ და იდეებსაც" _ რომელ მინისტრებს ურეკავს ბიძინა ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილი: "უმუშევრობა იმაზე მეტია, რასაც სტატისტიკა წერს"' ბიძინა ივანიშვილი: "მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია"
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თბილისი _ 2015: მაქაცარია-შანიძის დუეტი

ღირსების საქმე თუ ფეხბურთით საქმის კეთება

ყველა სიახლე

მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18.09.2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე – პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის განახლება და ეს დღეც არის ამის მაგალითი

14:50; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო