საქართველოს პრემიერ-ინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს.
საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ის პრეზიდენტს ხანგრძლივი და ურყევი დახმარებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"მივესალმებით იმ თანადგომას, რომელიც საქართველოს გაუწია თქვენმა ადმინისტრაციამ, რაც შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე მეტყველებს და ძლიერი იმპულსია ჩვენს სამშობლოში მდგრადი და კონსოლიდირებული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ჩვენ გვხიბლავს თქვენი ხელმძღვანელობა და ხედვა, რაც მეტად აქტუალურია დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გლობალური მისწრაფებების მართვაში. ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა და გისურვოთ სიმტკიცე და წარმატება თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში", – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.