თბილისის მერიის განცხადებით, დღეიდან მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 120 დღით დაიკეტება. ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე, მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: დ. აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით.
ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს "მამისონი" აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება
მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2000 წელს.