რუსეთში ევროპული პროდუქტის აკრძალვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც საზღვარზე კონტრაბანდული პროდუქტი აღმოაჩინეს.
The GUARDIAN-ის ინფორმაციით, რუსეთი იმ ქვეყნების პროდუქციას აკრძალავს, რომლებმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს.
როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადაიცა ვიდეო, თუ როგორ შეიტანეს ნაგავსაწვავზე კონტრაბანდული პროდუქტი, კერძოდ 114 კილო ღორის ხორცი, რომელიც ბრაზილიური ეტიკეტით ყაზახეთის საზღვარზე საბაჟო ორგანოებმა აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ევროკავშირის ერთერთი ქვეყანის ნაწარმი იყო. ასევე უკრაინული ღორის ქონი, რომელსაც დანიური პროდუქტის ყალბი ეტიკეტები ეკრა.
გამოცემის ინფორმაციით, 170 000-ზე მეტმა მოქალაქემ ონლაინ პეტიციას მოაწერა ხელი. პეტიცია კრემლს მოუწოდებს მიღებულ კანონს გადახედონ, რადგან ევროპის ქვეყნების საკვები პროდუქტის აკრძალვა ქვეყანაში, სადაც საზოგადოების უმეტეს ნაწილს უჭირს, პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.
პეტიციაში მათ დასვეს კითხვა: "რატომ უნდა გაგვენადგურებინა პროდუქტი, როცა შესაძლებელი იყო პენსიონერებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ან სულაც იმ ადამიანებისთვის განაწილება, ვისაც უჭირს."
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პეშკოვი, პეტიციაში დასმულ კითხვას გამოეხმაურა.
მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანონი შემოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე საუბარი დამთავრებულია.
რუსები დაელოდებიან როდის გამოჩნდება ქვეყანაში აკრძალული პროდუქტები.
თუმცა რუსულ საზოგადოებას ევროპული საკვები პროდუქტის აკრძალვის გარდა, სხვადასხვა მედიკამენტების აკრძალვაც აწუხებს.
რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანაში შეიზღუდება რენტგენის აპარატების, ტამპონებისა და პრეზერვატივების იმპორტი.
"ხალხი გახდება უფრო დისციპლინირებული და უფრო მკაცრი პარტნიორის არჩევისას. შესაძლოა,დემოგრაფიული პრობლემებიც გადაიჭრას."_განაცხადა პრეზერვატივების შეზღუდვასთან დაკავშირებით რუსეთის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა გენადი ონიშჩენკომ.