ოთხი ცალი კვერცხითა და სამი ჭიქა შაქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. კარგად ათქვეფის შემდეგ, დავუმატოთ ვანილი და ცალკე, კარგად ამოყვანილი ორასი გრამი კარაქი.
თანდათან დავუმატოთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი და ვზილოთ, სანამ მაგარ ცომს არ მივიღებთ. შემდეგ ცომის მასა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, რომლის ქვემოთ მომარჯვებული გვექნება ცხიმწასმული ტაფა.
ცომის მილებით დავფაროთ ტაფის სიბრტყე, შევავსოთ ერთი ფენით. შემდეგ შევდგათ საშუალო სიმხურვალის ჰაერღუმელში და გამოვაცხოთ. როცა ზედაპირი შეწითლდება, მზადაა და გამოვიღოთ.
რომ გაგრილდება, შაქრის პუდრა მოვაფრქვიოთ და დავჭრათ სასურველი ფორმის ზომებად. ასეთი ხრაშუნა საზაფხულოა, ამტანია და გემრიელი. შეგიძლიათ, ბლომად გამოაცხოთ და შეინახოთ მთელი კვირის განმავლობაში.