უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ტელეკომპანია იმედის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამ ფაქტს არ უკავშირებს რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივს.
„უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფერი, მათ შორის სრულიად სხვა პირის საკუთრებაში არსებული სარედაქციო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირო. ეს პარანოიას გავს.
მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ტიპის შევიწროვება ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან რადგან, ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვქონდა ამ ადამიანებთან. ბევრი თოქ-შოუ გადის ეთერში იმედი მაქვს იმედსაც ექნება ანალოგიური თოქ-შოუები. გაცილებით საინტერესო მწვავე ანალიტიკური ინფორმაციით დატვირთული,”-აცხადებს ელისო ჩაფიძე.