"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი, თითქმის 4 საათის განმავლობაში ელოდებოდა გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის კაბინეტში მიმდინარე თათბირის დასრულება, რომელიც ამ წუთებში დამთავრდა.
შეხვედრაზე გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები და სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც კაბინეტი კომენტარის გარეშე დატოვეს.
ჩვენი ინფორმაციით შეხვედრაზე გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის გადაყენების საკითხი იხილებოდა.
სოსო ერქომაიშვილი კი ამ წუთებში საგანგებო პრესკონფერენციას მართავს, სადაც, როგორც გვითხრა დღევანდელი შეხვედრის შესახებ განმარტებებს გააკეთებს.