ესპანეთში კომპანია სარაგოსას ტერიტორიაზე ქარხანა აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ქარხნის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ერთ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.
როგორც ცნობილია, აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოხდა ქარხანაში აფეთქება და საიდან გაჩნდა პატარა ცეცხლი, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 25 წლის განმავლობაში მთელ ქვეყანაში, ქარხნებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 110 ადამიანია დაღუპული.