ცნობილი გახდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია უხვად დააჯილდოებს იმ ინფორმატორებს, რომლებიც ამ უწყებას ამა თუ იმ კომპანიის დანაშაულის დამტკიცებაში ხელს შეუწყობენ.
ამერიკის კონგრესისადმი გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ფასიანი ქაღალდების კომისიამ 491,9 მილიონი დოლარი გამოყო სპეციალური ფონდისთვის, რომლის საშუალებითაც კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციის გამცემი უხვად დაჯილდოვდება.
თუმცა, მათ "ღვაწლი" მხოლოდ იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაუფასდებათ, როცა ინფორმატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანიას მინიმუმ ერთი მილიონი დოლარით დაჯარიმება მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, ინფორმატორების პრემია საჯარიმოდ გადახდილი თანხის 10-დან 30 პროცენტამდე იქნება.
რაც უფრო მეტია დაჯარიმებული კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, მით უფრო გაიზრდება ინფორმატორისთვის გადასახდელი თანხის ოდენობაც. ამერიკის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში მიაჩნიათ, რომ ინფორმატორთა დაჯილდოება ხელს შეუშლის მსხვილი ფინანსური პირამიდების შექმნას.