ლანჩხუთში, კოლეჯ "ეტალონის" ეზოში დღეს სტარტი აიღო ბავშვთა სახალისო ფეხბურთმა.
"თქვენ ჩვენი მომავალი ხართ. თქვენით უნდა შეივსოს ჩვენი საამაყო ლანჩხუთის "გურია". მიხარია, რომ ასე გიყვართ ფეხბურთი. აქ გოგოებსაც ვხედავ. სასიხარულოა, რომ სპორტიც უკვე ხართ დაკავებულები. გილოცავთ ყველას და წარმატებას გისურვებთ" _ მიმართა ბავშვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ა(ა)იპ "ლნჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლის" ხელმძღვანელის, დურმიშხან ჩხაიძის თქმითსახალისო ფეხბურთი წლებია ლანჩხუთში ტარდება და ყოველთვის წარმატებით მიმდინარეობს.