ქალაქ ოზურგეთში ცნობილი ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილის კოტე გოგატაძის სახელობის თასის გათამაშება მიმდინარეობს მინი-ფეხბურთში. ოზურგეთის კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, უკვე ცნობილია ფინალისტების ვინაობა. ფინალი 14 სექტემბერს, 12 საათზე გაიმართება ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე. ერთმანეთს პირველობისთვის ბათუმის საფეხბურთო კლუბები "დინამო 2004" და "დინამო 2005" იბრძოლებენ.
– თასის გათამაშებაში სამეგრელოს, აჭარის და გურიის 12 საფეხბურთო კლუბი მონაწილეობდა. დაძაბული თამაშების შემდეგ, ფინალში ბათუმის დინამოს 2004-2005 წელში დაბადებულები შეხვდებიან ერთმანეთს, – გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.