NBA-ს ექსვარსკვლავს, სკანდალურ და ექსცენტრიკულ დენის როდმანს ბოლო პერიოდში არაერთი პრობლემა აქვს და შესაძლოა სულ მალე ციხეში აღმოჩნდეს.
როდმანს დაახლოებით 800 ათასი დოლარი ვალი აქვს, გარდა ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, ხოლო სასამართლომ ის რამდენიმე ხნის წინ სულაც ბანკროტად გამოაცხადა.
54 წლის ყოფილი კალათბურთელი, მისი გარემოცვის თქმით, შესაძლოა, მალე უსახლკაროდ დარჩეს.
ახლო მომავალში, გადაუხდელი ალიმენტების გამო მორიგი სასამართლო მოსმენაა დანიშნული და მას პატიმრობაც ემუქრება.