-
გურული პატრულმა გააჩერა და ეუბნება: მოქალაქევ, თქვენ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდითო!
– რადარი მაჩვენეთო!– დანაშაულის დამტკიცება მოითხოვა გურულმა.
_ რადარი არა გვაქვს ბატონო! – უპასუხა პატრულმა.
– აბა რაფერ მიხვდი ჩქარა რომ მოვდიოდი, მანქანა იყო გაოფლილი?! _ გადაირია გურული.
2 . გურული სუფრაზეა, სადაც ერთი ახალგაზრდა იძახის _ ნეტა, ივანიშვილი ჩემი მამა იყოსო. იმდენჯერ ინატრეს, შეწუხდა გურული და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჯო, თუ ნატვრაა, ფული ინატრე, თვარა დედას მეც ქე მოგ—-ავო!
3. იყო ერთი კოლორიტული პიროვნება, ექიმი ვახტანგ ჭყოიძე. ერთხელ მძიმე ავადმყოფთან გამოიძახეს. მისი გასინჯვის შემდეგ, ვახტანგმა არაყი მოითხოვა. მიართვეს. ექიმმა ჭიქა ასწია და თქვა: _ ეჰ, ამას აწი აღარაფერი ეშველება და ჩვენ გაგვიმარჯოსო!
4. მიცვალებულია გურიაში. პანაშვიდის მერე დაიწყეს მსჯელობა: როის განვბანოთ, როის ჩავაცვათო ა. შ. .. ერთი იძახის _ "ადრეა" ჯერო, დილას ჩავაცვათო, ეიკლო ყველაფერი, ერთი სიტყვით აღარ ჩერდება. ამოუვიდა მეზობელს კისერში და იყვირა ბოლოს: რაია ძამა "ადრე", ამეიჩეჩავს დილამდე თუ რავაა საქმე?!
5. დილაუთენიაა და გურული ქალი გარბის ჩაიში (კაი დრო რომ იყო, ჩვენი ჩაი რომ გვქონდა მაშინდელია), მეზობლის კაცმა გადმოხედა აივნიდან და დაცინვით გადმოსძახა: ქალო ასე ადრიანად რომ გარბიხარ, ქმარს პატივი არ ეცი ამ დილას?
_ არა ბიჭოს, შენ ცოლს დოუტიებდი აბა რაი! _ უცფათ მიიღო საკადრისი პასუხი.
6. გურულმა დეიჩივლა, იმფერი გაჭირვებული ვარ, ჩუმათა ვსუნთქავ, იღლიაში საროჩქა არ გამერღვესო!
7. გურული ქვრივები ჭორაობენ: _ გუშინ ქმარს ვუღალატე… ალბათ საფლავში გადატრიალდება.
_ მე ყოველდღე ვღალატობ და ალბათ ბზრიალებს ის უბედური.
_ მე საერთოდ არ მიღალატია და არც ვაპირებ…
_ კაი შექალო! თლად მასეც არ შეიძლება! ნაწოლები არ გოუჩდეს.
8. გურული გვიან ღამით მთვრალი მივიდა სახლში. იბორიალა, საწოლი ვერ მიაკლია:
_ ე, ცა, დეიწყე წყევლა, თვარა ლოგინს ვერ ვანკლოვ, _ გასძახა ცოლს.
9. გორბაჩოვის პერიოდია, არყის ხდა რომაა აკრძალული და გურული ჩუმად ხდის არაყს ქუხნაში, ჩაკეტილ კარებსი, გამოვიდა ორეში ცივი წყალი უნდა რომ ჩაამატოს და ვედრებით რომ შემობრუნდა, ქი დახვდა 2 მილიციელი.
_ ა, არაყს ხდი, ხომ! ეხლავე დაწერე ახსნა-განმარტებითი ბარათი.
დეიწყო გურულმა წერა: ვიჯექი ჩემდა მსხლის ძირას და უცებ დევინახე ქუხნიდან გამოდის თეთრი ბოლი, ვიფიქრე ვიწობი, მეთქი და ევიღე 2 ვედრა წყალი და გავარდი ჩასაქრობად, მივირბინე და რას ვხედავ _ 2 მილიციელი არ დგანა და არ ხდის არაყს ჩემს ქუხნაში?!
10. დიმიტრა ხომერიკს შარდის შეკავება დაემართა და გამოაქროლეს ოზურგეთში. ექთანი უკეთებს კათეტერს და თან ეკითხება: რა გქვია ბიძია?
_ დიმიტრა ვარ ხომერიკი, _ შესძახა ომახიანად დიმიტრამ.
_ შვილები გყავს?
_ კი აბა სამი ტარიელი, ავთანდილი და დარეჯანი, _ გადეიბრიქა დიმიტრა…
_ უიიიიი ამ გაჭივრებულით გააკეთე აი ვეფხისტყაოსანის გმირები? _ გაოცება ვერ დამალა ეთქანმა.
11. ვანზომლეთელი ბიჭი გაუწვევიათ დიდ სამამულო ომში, საიდანაც დედას წერილი მოსწერა: ნუ გეშინია დედა!ისე მოგვზდევენ აი ფაშისტები მალე ვანზომლეთში ვიქნებითო!
12. ერთმა თანამდებობის მქონე გურულმა ზაფხულის პერიოდში იყიდა ინდაურები, გოჭები, ხბოები და ერთ-ერთ სოფელში მიაბარა გასაზრდელად, ამათი საჭმელი ჩემზე იყოს, შენ გამიზარდე და ნახევარი ჩემი იყოს, ნახევარი შენიო… საახალწლოდ ეწვია გურული თავისი მძღოლით ამ სოფელს… გაიშალა სუფრა… ის ერთი გოჭი ეხლა დამიკალი, სააახალწლოდ მინდა სახლისთვისო… ჩემო ბატონო იმ გოჭმა მეიწყინა და დავკალით უკვეო… კაი, მაშინ ხბო დამიკალიო… იმ ხბომაც მეიწყინა და ისიც დავკალით უკვეო… ინდაურები დამიკალითო… ინდაურებმაც მეიწყინა ჩემო ბატონო და ისინიც დავკალითო… ჩაღუნა თავი ამ თანამდებობის მქონე გურულმა… და ამ დროს მძღოლი ეუბნება: არ მეიწყინო თუ ძმა ხარ, ჩვენც არ მიგვაყოლონ იმ ინდაურებს.
13. გურული მუშაობს ბიბლიოთეკარად. შემოვა ერთი მკითხველი _ ,,მთვარის მოტაცება" მინდა!
_ მერე მე პწკალა (კიბე) მიგიყუდო, ძამა?!
14. ნამდვილი, ცინცხალი ამბავი ბუკისციხიდან: ასაკში შესული ცოლქმარს სტუმარი ეწვია. ქმარმა, მიზეზი მაქვსო და გაუხსნა გზა ჭაჭის არაყს საყლაპავისკენ.
ცოლმა უსაყვედურა – შენ ახალგაზრდას ნუ უტოლებ თავს, არაყი გწყენს, ღამე ხვნეშავ და კრუსუნობო.
ქმარმა მიუგო:, ეხ, ჩემო მედიკო, ასაკს რა ვუთხრა, თუ არა, ღამე მე კი არა, შენ უნდა ხვნეშავდე და კრუსუნობდეო.
15. გურული უყურებს მოედანზე გაკრულ ზვიადაურის სურათს, სურათზე რეკლამაა: "ჩემპიონები სვამენ ცივ ჩაის"
– იკალი ახლა თავი ჩემპიონობიზა, ჩაისაც რო არ გაგიცხელებენ, აგია დაფასება? – ჩაიბურტყუნა გურულმა.
16. ოზურგეთში ერთი მღვდელია, მამა ვასილი. ძალიან კარგი პიროვნებაა და ყველას უყვარს. იუმორთან მეგობრობს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც გურიაში ხდება ხოლმე, ძალიან ბუნებრივად გამოსდის…..
ერთხელ ახალგაზრდები მიადგნენ, სულ ახალგაზრდები და ეუბნებიან: მამაო გევიპარეთ ჩვენ, ძაან გვიყვარს ერთმანეთი და სანამ მშობლები მოგვაგნებენ გეხვეწები დაგვწერე ჯვარიო, მარა დიდი ბოდიში მამაო, თლა მზათ არ ვართ ჯვრისწერიზა და გვაპატიეო.
_ კი მარა, რას გულისხმობ მზადყოფნაშიო, _ იკითხა მამაომ.
_ ფული არ გვაქ მამაო და გვაპატიეო.
_ რას ამბობ შვილოო, როის იყო მე ფული მქონდა დაწესებული რამეზე, თუ რამე უნდა ხალხს, აგერ ყულაბაში აგდებენ, მე არანაირი გადასახადი არ მაქო. დევიწყოთ აბაო, _ უთქვამს მამაოს _ მეიყვანეთ მეჯვარეებიო.
_ უი მამაო, მაგენი არ გვყავს, ხომ გითხარით გამოპარულები ვართ, არიკაცმა არ იცის აქანე რომ ვართო.
_ კაიო მამაომ _ ერთ სტიქაროსანს და ერთიც სანთლების გამყიდველ ქალს უხმო და დუუყენა აგენს მეჯვარედ.
მიდის ჯვრისწერა და მევიდა ბეჭდების გაცვლის დრო….
_ უი მამაო, არ გვაქ ბეჭდებიო.
_ კაიო, _ მამაომ უცბად სანთლები გადახრიხა ლამაზად ბეჭდის ფორმაზე, გოგოს და ბიჭს მისცა:
_ ახლა გოუკეთეთ ერთმანეთს თითებზეო.
ხოდა აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს საბეჭდე თითიც მოკვეთილი ჰქონდა…..მამაო დაიბნა, ასეთი პირველად ნახა და გაბრაზებულმა გახედა ამ ბიჭს შარვალის გარკვეულ ნაწილისკენ და უთხრა: ახლა შვილო რას გეტყვი იციო, თლა ჩემს იმედზე ნუ იქნები ყოლიფერშიო, ბიჯოს-ოო!
გაგრძელება იქნება