https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ინფორმაციას ინახავს უშიშროების არქივი და ვისთვისაა ის ხელმისაწვდომი

19:10; 6.10.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს აერთიანებს, ყველა დაინტერესებული პირისათვის ღიაა.

საარქივო მასალების ნაწილის გაცნობა უკვე ციფრულ ფორმატშია შესაძლებელი, ხოლო დარჩენილი ნაწილის დიგიტალიზაციის პროცესი კი, ახლაც მიმდინარეობს.

რა ინფორმაციას ინახავს უშიშროების არქივი, ისევ არის თუ არა ჯერჯერობით უცნობი და დაუმუშავებელი საარქივო მასალები შემორჩენილი და რა გეგმები აქვს ხელმძღვანელობას, – ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელს, ომარ თუშურაშვილს ესაუბრა.

_ბატონო ომარ, რა მდგომარეობა დაგხვდათ არქივში თქვენი დანიშვნისას და რა შეიცვალა ამ რამდენიმე წელიწადში?

_უშიშროების სისტემაში 1985 წლიდან ვმუშაობ და ძირითადად ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება მიხდებოდა, ხოლო არქივის ხელმძღვანელად  დავინიშნე 2003 წელსმაისში. მიუხედავად დაწინაურებისა, ვფიქრობდი, რომ ეს მოსაწყენი და უინტერესო სამუშაო იქნებოდა. წარმომედგინა მტვრიანი საქმეები, გაყვითლებული და  გახუნებული ფურცლები… თუმცა, ჩემდა საბედნიეროდ, რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო სპეც-სამსახურებში 30-წლიანი საქმიანობის პერიოდში, ახლა ჩემი მოღვაწეობის ყველაზე საინტერესო წლებია.

გამოვყოფდი უშიშროების არქივს, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის არქივია და მასში თავმოყრილია როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ისტორიული მნიშვნელობის საქმეები. პირველი საქმე, რომელსაც გავეცანი იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმე, რომელიც გიგლა ბერბიჭაშვილის და სხვათა მიმართ იქნა აღძრული. ამ საქმის წაკითხვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ აღმოვჩნდი სწორედ იმ გარემოში, სადაც ჩვენი უახლესი ისტორიაა მიძინებული. ამის შემდეგ, მთელი ჩემი მომდევნო ცხოვრების ოცნება გახდა, რაც შეიძლება მოკლე დროში არქივების წესრიგში მოყვანა. ვინაიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა საინფორმაციო სისტემების დამუშავების მიმართულებით,ზუსტად ვიცოდი როგორ გადამეტანა საარქივო მასალები ციფრულ ფორმატში და როგორ შემექმნა მრავალდონიანი რელაციური საძიებო სისტემები. ეს ის პერიოდია, როდესაც არქივში სულ ერთი კომპიუტერია და ცხადია არავითარი ელექტრონული სისტემა არ არსებობს, გარდა "ვორდის"დოკუმენტებში განთავსებული მცირე ინფორმაციისა. პირველი, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, დოკუმენტების აღრიცხვა-სისტემატიზაცია, საგნობრივ-თემატური საარქივო ფონდების სახით ჩამოყალიბება და პასპორტიზაცია წარმოადგენდა.

გარდა ამისა, დოკუმენტაციის ფიზიკური კონდიციაც სასწრაფოდ მიხედვას საჭიროებდა, ვინაიდან  1991-1992 წლებში, თბილისის ომის დროს,უშიშროების და შსს-ს არქივის ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა,ხოლო რაც გადარჩა, ისიც წყლის ჭავლით იყო დაზიანებული. ეს საქმეები მწყობრში მოვიყვანეთ, სანიტარულ-ჰიგიენურად დავამუშავეთ, ყდები შევუცვალეთ და პირველადი რესტავრაცია ჩავუტარეთ. ამასთან, აღნიშნული სპარალელურად, სპეციალურად ამ მიზნით შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვებით, დავიწყეთ საარქივო მასალების ცენტრალიზებული  დიგიტალური მონაცემთა ბანკის შექმნა. 

ამასთანავე, გადაიდგა არქივის პოპულარიზაციისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები, რის უზრუნველსაყოფადაც, პირველ ეტაპზე შეიქმნა ოფიციალური ვებ-გვერდი (რაც იმდროისათვის იშვიათობას წარმოადგენდა), რომელიც საზოგადოებას ამცნობდა არქივში არსებული მასალების შინაარსის შესახებ, კერძოდ, ამ დროს იქნა წარმოდგენილი "ე.წ. "სამეულის" სხდომათა მასალები, გამოჩელი ადამიანების დახვრეტის ოქმები და სხვა. თუმცა, არც ამაზე შევჩერებულვართ. მომდევნო პერიოდში შევქმენით პერიოდული ორენოვანი ჟურნალი "საარქივო მოამბე" (დღეისათვის უკვე გამოცემულია 16 ნომერი და 2 სპეც-დამატება, ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისათვის, თითოეულ ნომერს თან ახლავს 15-20 წუთიანი შესაბამისი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი), სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან გაფორმდა მემორანდუმები და დამუშავდა ერთობლივი  შრომები, პუბლიკაციები, მონოგრაფიები და ა.შ. მაგალითისათვის, მომდევნო თვეში გაიმართება გერმანელ კოლეგებთან ერთად შემუშავებული ჩვენი ბოლო ნაშრომის – "ბოლშევიკური წესრიგი საქართველოში" – პრეზენტაცია, რომელსაც მოყვება ჩვენს პოლონელ მეგობრებთან (ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი) ერთად შექმნილი კვლევა – "პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში" და სხვა.

გარდა ზემოაღნიშნული საჟურნალო მოკლემეტრაჟიანი დანართებისა, პროფესიონალი მსახიობების მეშვეობით გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი, 2-სერიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი – "ვინ მოკლა ილია”. ამჟამად დაგეგმილია ანალოგიური ფორმატის პროექტის განხორციელება "საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ერთად, პარალელურად კი გავაგრძელებთ მოკლემეტრაჟიანი 5-10-წუთიანი ფილმების კეთებას. დასახელებული ფილმები ჩვენს საიტზეც არის განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის.

_უკვე დაგეგმილია რა თემატიკის მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებთ?

_აქ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რომლებიც თემატურად შემხებლობაში არიან როგორც ისტორიულ ჟანრსა და მძიმე მემკვიდრეობასთან (მაგ: 37 წლის რეპრესიები და ჯალათები), ასევე, შედარებით მსუბუქ, ლირიულ ისტორიებთან (მაგ: ქართულ-გერმანული წყვილის რომანტიული სიყვარულის რეალური ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროს).რომელი მათგანიც არ უნდა შევარჩიოთ, ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება.

_ვიცით,რომ ეს არქივი ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს აერთიანებს დაახლოებით, რა მოცულობის ინფორმაციაზეა საუბარი?

_ დიახ, ეს არქივი არ არის მხოლოდ უშიშროების არქივი, აქ არის საბჭოთა მილიციის და პარტიული ორგანოების არქივი, ე.წ. ცეკას არქივი. მთლიანობაში უზარმაზარი საარქივო სივრცეა. მხოლოდ პარტიულ არქივში დაახლოებით 2,5 მილიონი შენახვის რთეულია. ეს არის 3-4 მეტრის სიმაღლის, დაახლოებით1200 კვ.მ-ზე განთავსებული სტელაჟები. ამასთან, საარქივო ფონდების ინტენსიური დამუშავებისა და ციფრულ ფორმატში გადატანის პროცედურები ამ მიმართულებითაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის პარალელურად, ვახორციელებთ რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებსაც. შედეგად, მინიმუმამდეა დაყვანილი საჭირო ინფორმაციის მოძიებისათვის აუცილებელი დრო და გაზრდილია საძიებო რეკვიზიტების არეალი.

_აღნიშნეთ,რომ მასალების დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით არქივის რა ნაწილია დამუშავებული?

_ციფრულ ფორმატში არქივის გადატანა ადვილი და სწრაფი პროცესი არ არის.დღის განმავლობაში, დაახლოებით, 2 000-მდე გვერდის სკანირება ხდება. მთლიანად დასრულებულია უშიშროების არქივის  სისხლის სამართლის საქმეთა ფონდის 1919-1924წ. და 1945-1949 წლების მასივები. ახლა გეგმაშია 1990-იანი და უკანა პერიოდის ელექტრონიზაციაც, რადგან უახლესი წლების ანალიზიც ძალზედ საინტერესოა. გარდა ციფრულ ფორმატში გადატანისა, თითოეული დოკუმენტი ბმაშია ზემონახსენებ საარქივო-საძიებო სისტემასთან, რაც მათი ელექტრონული ასლების ონლაინ დათვალიერების საშუალებას იძლევა.

_არის ისეთი მასალები, რომლის შესახებაც ჯერჯერობით თქვენც არ იცით?

_ საქმეებში გამავალი პირების მიხედვით ცნობილია რა მონაცემებიცაა დაცული, მაგრამ ყველა ინფორმაცია ფურცელ-ფურცელ შეუძლებელია ვიცოდეთ. სავარაუდოდ,  იქნება უცნობი მასალებიც, თუმცა, წლების გასვლის შემდეგ ჩვენ უკვე ყველაფერი გვეცოდინება შსს და უშიშროების არქივების მიმართულებებით. თუმცა, პარტიული არქივის ამ სახით ბოლომდე დამუშავება ჯერჯერობით წარმოუდგენელია, – ზღვა მასალაა და შესაძლოა ათწლეულზე მეტიც დასჭირდეს.

_უშიშროების არქივები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (გარდა ბალტიისპირეთისა) დახურულია და მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საქართველოში ეს ხელმისაწვდომია და უცხოელი მკვლევარებიც გყავთ.რა საკითხები იწვევს მათ დაინტერესებას და ამჟამად რომელი ქვეყნებიდან გვყავს სტუმრები?

_მრავალი ქვეყნის სასწავლებლებში არის სოვეტოლოგიის მიმართულებები, სადაც სწავლობენ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, სახელმწიფოებრივი მოწყობის სოციალისტურ-კომუნისტურ ფორმებს. პერსონიფიცირების ჭრილში ყველაზე დიდი ინტერესი სტალინისა და ბერიას მიმართ მჟღავნდება. ეს ყოველთვის ასე იყო და არც განელებულა. ასევე, დიდი ინტერესია გასაბჭოება-ოკუპაციის პერიოდთან (აღსანიშნავია, რომ "საბჭოთა ოკუპაციის" მუზეუმის შექმნაში ლომის წილი საარქივო მასალებს უდევთ), 1921 წლის ემიგრაციულ პროცესებთან, 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან და ა.შ. დაკავშირებითაც. დიდი ყურადღება ვლინდება ცალკეული საქმეებისა და მოვლენების მიმართაც. მაგალითად: ე.წ. "მეგრელთა საქმე", 1983 წლის თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმე, დისიდენტობის პერიოდი, ე.წ. "არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობები" და სხვა; ასევე,დიდი ინტერესია ზოგიერთი შედარებით ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფიგურის მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, ვალოდია ჟვანიას საქმე,რომელიც ტერორისტულ აქტებს აწყობდა და ამ ფორმით აპროტესტებდა საბჭოთა წყობას; მექვაბიშვილის საქმე, რომელსაც 1961 წელს, საქართველოს გასაბჭოების 40წლის იუბილეზე, ნიკიტა ხრუშჩოვისა და ფიდელ კასტროს თბილისში ვიზიტისას, მათ წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელება უნდოდა…

ამრიგად, დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი არქივის  ტრანსპარენტულობის ხარისხი თანამედროვე ევროპულ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაშია და მეცნიერ-მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირთ აქვთ სრული შესაძლებლობა უმარტივესი გზით მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, ამასთან დოკუმენტების გაცნობა უფასოა, ასლების მიღება კი – ფასიანი.

_არის ისეთი ინფორმაცია უშიშროების არქივში,რომელთა გამოქვეყნებაც არ შეიძლება?

_გვქონდა შეხვედრები და კონსულტაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია და რიგ შემთხვევებში განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს, რათა გამჭვირვალობა კონტრპროდუქტიულობაში არ გადაიზარდოს, მაგალითად, როდესაც მითითებულია ე.წ. "ჩამშვებების" რეგალიები, ისინი დაშტრიხული წესით მიეწოდება მკითხველს, ვინაიდან აღიარებითი ჩვენებები იმ დროს რა არაადამიანური ტანჯვა-წამების ხარჯზეც მოიპოვებოდა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ იარლიყის "მიწებება" არავისთვის იქნება სწორი და შესაბამისად ვერიდებით ასეთი ინფორმაციების გაცემას. ზოგადად კი, ერთის ნათესავი გმირი იქნება, მეორესი – მოღალატე. ეს ისტორიაა და ვერსად გავექცევით.

_საერთაშორისო პროექტებში თუ მონაწილეობთ?

_საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის. გვაქვს ახლო ურთიერთობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივთან. კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს გერმანიის ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტთან. მათთან ერთად მზადდება ერთ-ერთი ჩვენი ბოლო წიგნი. კოოპერაციის კარგი პრაქტიკა გვაქვს პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან, ჰუვერის ინსტიტუტთან (აშშ), აშშ-ში განთავსებულ ჰოლოკოსტის მუზეუმთან (რომელიც მერე მსოფლიო ომის დროის ებრაელთა გენოციდის ფაქტებს სწავლობს), ჩეხეთის, ტოტალიტარიზმის შემსწავლელ ინსტიტუტთან და ა.შ.

_უახლოეს მომავალში,რას გეგმავს შსს არქივი საზოგადოებისთვის?

_ კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო პროექტებში, გავაგრძელებთ კვლევით საქმიანობას, წიგნების, მონოგრაფიების, პუბლიკაციების გამოცემას, ერთობლივი გამოფენების ორგანიზებას, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების მიმართულების განვითარებას და ა.შ.

_შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გაყოფის შემდეგ, რომელ უწყებას რჩება არქივი?

_ჩვენ სტრუქტურულად შევდივართ შსს აკადემიაში, რომელიც თავის მხრივ, შს სამინისტროში დარჩა.

_ცოტა ხნის წინ შსს აკადემიასა და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ერთობლივი მუშაობა და რაზე გვირჩევთ ყურადღების გამახვილებას?

_ეს მემორანდუმი ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ვფიქრობ, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი უახლესი ისტორიის პოპულარიზაცია უნდა იყოს. მოსახლეობამდე ფაქტობრივი პირველწყაროებიდან უნდა მივიტანოთ სინამდვილე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩვენთვის მისაღები ან კარგი მოსასმენი. ზოგჯერ, სსრკ პერიოდის მიმართ ნოსტალგიური განწყობებიც კი ჩნდება საზოგადოებაში. არადა, მათ კარგად უნდა იცოდნენ, თუ რა იყო საბჭოთა კავშირი სინამდვილეში, ზუსტი და სრულყოფილი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ რა ტიპის, ლამის დღემდე ტაბუდადებული საშინელებები ტრიალებდა იმ პერიოდში. ეს აუცილებელია უახლოეს წარსულში დაშვებული შეცდომებიდან გაკვეთილის გამოსატანად, რათა მათი გამეორების პრევენცია განხორციელდეს და ამის შესაძლებლობა, რამდენადაც შესაძლებელია გამოირიცხოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დიალექტიკას განვითარების სპირალური ხაზი სჩვევია. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით, საზოგადოებრიობის ინფორმირებულობაში, მედიას განუზომელი და წამყვანი როლი აკისრია.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა ქონებას ფლობს ოზურგეთის ვიცე-მერი

ომბუდსმენი იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო