საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გახდა.
გიორგი მარგველაშვილმა ახალი მრჩეველი რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
"ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე არის უდიდესი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", _ ამ სიტყვებით წარადგინა მარგველაშვილმა ფიქრია ჩიხრაძე.
"ჩემი გადაწყვეტილების მიღებაზე იმოქმედა იმან, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ადამიანი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს გამიზნულ და წარმატებულ ნაბიჯებს", _ განაცხადა ჩიხრაძემ წარდგენისას.