ბრიტანული "The Sun" იუწყება, რომ ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უიენ რუნი თმის ცვენასთან ბრძოლას კვლავ აპირებს.
რამდენიმე წლის წინ ფეხბურთელმა უეინმა ამ "სენს" დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. მართალია ამ სფეროში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ საბოლოო შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ ბრძანდება.
გაზეთის ვერსიით, ამჟამად ფეხბურთელი მკურნალობის კურსს გადის ლონდონის "ჰარლი სთრით ჰეირის"კლინიკაში.
რამდენიმე კურსის შემდეგ, რუნის, რომელიც ლაზერულ მკურნალობას იტარებს, სავარაუდოდ თმის ცვენა საბოლოოდ შეუჩერდება და დროთა განმავლობაში მისი უთმო ადგილები თავზე, თმით დაიფარება.
ცნობილია, რომ კლინიკაში მისვლამდე რუნი თმის სხვადასხვა ლოსიონითა და ტაბლეტებით ცდილობდა ბრძოლას სიმელოტესთან, თუმცა, წარუმატებლად.