შაბათს, 17 ოქტობერს დილის ათი საათიდან დღის ორ საათამდე ქალაქ ლანჩხუთსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ქსელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 6448 აბონენტს შეეზღუდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ლანჩხუთის წარმომადგენლობის განცხადებით, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე კი დენის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში აღუდგება.