ცოტა ხნის წინ ლონდონელმა მეცნიერებმა ერთი სასიამოვნო ჭეშმარიტება დაადგინეს: ბევრი ხალი დღეგრძელობის მაჩვენებელია.
ვისაც ხალებიანი კანი აქვს, მისი ძვალი უფრო მაგარია და დაცულია ოსტეოპოროზისგან.
ასეთ ადამიანებს ნაკლები ნაოჭი აქვთ და ასაკი არ ეტყობათ, ჩვეულებრივ, 7-10 წლით პატარებს ჰგვანან.
კუნთებიც უფრო განვითარებული აქვთ, სხვებზე უკეთესი მხედველობაც აქვთ და გულიც კარგად უმუშავებთ.
ამიერიდან ხალისადმი დამოკიდებულება შეიცვლება. მის მოშორებას არავინ შეეცდება. სხვა თუ არაფერი, ხალი ლამაზიც არის. ადრე ქალები მას იხატავდნენ.