აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ბოლოსა და ბოლოს გართობისთვისაც მოიცალა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" საინტერესო ცნობა გაავრცელა.
აღმოჩნდა რომ ყოფილი მოთამაშის ოჯახს ახალი წევრი შემატა.
საუბარია ფრანგული ბულდოგის ჯიშის ძაღლზე, რომელსაც "სკარლეტი" დაარქვეს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, მთელ თავისუფალ დროს დევიდი და მისი მეუღლე ვიქტორია ამ ძაღლთან ერთად ატარებენ.
სპეციალურად "სკარლეტისთვის" ვიქტორია მომავალში კოსტიუმების შექმნასაც გეგმავს.