"სიღარიბე არ არის დანაშაული!" "ერთად სიღარიბის დაძლევისაკენ!" _ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ჩოხატაურის სამრევლო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "მომავლის თაობამ", სიღარიბის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში, ჩოხატაურში მცხოვრებ მოსახლეობას სამახსოვრო ბუკლეტებიც გადაეცათ.
მოსწავლეებმა სახელდახელო კონცერტები ჩაატარეს, თანხა და სასკოლო ნივთები შეაგროვეს, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს გადაეცემა.
სიღარიბის საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების თანახმად, 1993 წლიდან ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.