საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გაიმართება.
როგორც გვითხრეს, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურის წარდგენა იქნება.
უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და მომავალ სასესიო კვირაში კვაჭანტირაძის საკითხს კენჭსაც ურყიან.
არსებული ინფორმაციით სხდომაზე დღეს საპროკურორო საბჭოში ასარჩევ კანდიდატებზეც იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელია და მანანა კობახიძის კანდიდატურებს განიხილავს.