ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც საქმის სამართლიანად წარმართვისთვის არის აუცილებელი. ამის შესახებ სალიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, ის არ იზიარებს ზაზა ბიბილაშვილის აზრს სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობასთან დაკავშირებით.
"სასამართლომ განიხილა შუამდგომლობები და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც რაც საქმის სამართლიანად წარმართვისთვის არის აუცილებელი. გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემო ინსტანციებშია შესაძლებელი", _ აღნიშნა სალიამ პროცესის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.