BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტეში, გასულ თვეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რუსეთმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 224 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა ტერორისტული აქტი უწოდა გასულ თვეს ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის, A321-ის ჩამოვარდნას, რომლის დროსაც 224 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ყველა რუსეთის მოქალაქე იყო. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იპოვის და დასჯის ყველას, ვინც თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.
შენიშვნა: რამდენიმე წუთის წინ BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგვიპტეში ტერორისტული აქტი მოხდა. თუმცა, ინფორმაციაში მითითებული არ იყო, რომ შემთხვევა გასულ თვეში მოხდა. გამოცემა იუწყებოდა, რომ დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში გაავრცელებდა. მოგვიანებით კი, BBC-იმ რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის თვითმფრინავის ჩამოდგებას ტერორისტულ აქტად აფასებს.