ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სირიაში ჯარების გაგზავნას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის გეგმას რესპუბლიკელები და დემოკრატები არ ეთანხმებიან. ისინი აცხადებენ, რომ სირიაში ამერიკელი მებრძოლები უკვე იმყოფებიან.
"ეს არ არის ტრადიციული სამხედრო მოწინააღმდეგე. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ტერიტორია და გავგზავნოთ იქ ჩვენი ჯარი, მაგრამ ეს პრობლემის ძირითად ნაწილს და მის დინამიურობას, რაც ექსტრემალურ დაჯგუფებას ახასიათებს, ვერ აღმოფხვრის,"_აცხადებს ობამა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პარიზში პარასკევს მომხდარ თავდასხმებს, რომლის შედეგადაც 129 ადამიანი დაიღუპა, "საშინელი და ამაზრზენი რეგრესი" უწოდა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.
მისივე თქმით, ტონი, რომლითაც მისი ოპონენტები საუბრობენ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის შესახებ არ არის ტაქტიკა.
"როგორც ჩანს, ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ ლაპარაკია,"_აცხადებს ობამა.