"ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში ებრაელი მასწავლებელი დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მასწავლებელს სამი თავდამსხმელი დაესხა თავს.
"თავდამსხმელებმა მასწავლებელს მოჰამედ მერაჰის ფოტო აჩვენეს, შემდეგ კი დანით დაჭრეს. ერთ-ერთ თავდამსხმელს , ეგრეთ წოდებული, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლის მაისური ეცვა,"_ აცხადებს ფრანგულ-ებრაული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი, მიშელ ტებოული.
როგორც ცნობილია, მოჰამედ მერაჰმა 2012 წელს საფრანგეთში თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.