საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტარებს მოუწოდა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვის მანძილზე გამოაცხადონ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"საფრანგეთი, შესაძლოა ტერორისტული ჯგუფების მხრიდან, ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმის წინაშე იდგეს,"_ განაცხადა მანუელ ვალსიმ.
როგორც ცნობილია, პარასკევს, პარიზში, მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის დროსაც 129 ადამიანი დაიღუპა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.