ბრიუსელში სასწავლო დაწესებულებებმა და მეტრომ მუშაობა განაახლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში სკოლები და მეტრო სადგურები ოთხი დღის წინ, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით დახურეს.
მაუწყებლის ცნობით, ადგილობრივ ხელისუფლება შიშობს, რომ პარიზის მსგავსი ტერაქტი შესაძლებელია ბრიუსელშიც განხორციელდეს, რადგან პარიზში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე ბრიუსელში ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ეჭვმიტანილი, რომლებიც საფრანგეთში მომხდარ ტერაქტში მონაწილეობდნენ ბელგიაში დააკავეს.
როგორც ცნობილია, უსაფრთხოების მიზნით ქალაქის ქუჩებში ასობით შეიარაღებული პოლიციელი და სამხედრო პირია მობილიზებული.