დღემდე გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ხელოვნური განაყოფიერების გზით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ჯიშების გამოყვანა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად გადაშენების პირას მყოფი მეღორეობის დარგის აღდგენა და განვითარება ასევე ხელოვნური დანერგვის გზით წარმატებით ხორციელდება.
ლანდრასისა და იორკშირის ჯიშის ღორის ხელოვნურმა დანერგვამ, რომელსაც ცნობილი სპეციალისტი თამაზ კილაძე ახორციელებს, სრული შედეგი გამოიღო სოფლებში: ჭანიეთში, გურიანთაში, ლიხაურში. ამჯერად ხელოვნური განაყოფიერების გზით 12 გოჭი მოიგო სოფელ შემოქმედის მკვიდრის ზვიად ერქომაიშვილის საკუთრებაში მყოფმა ღორმა.
_ მე დამწყები ფერმერი ვარ. ღორის ჭირმა გასულ წლებში ეს დარგი გადაშენების პირას მიიყვანა. ახლა არის მცდელობა, აღორძინდეს, რაც, ვხედავ, წარმატებით ხორციელდება. გადაწყვეტილი მაქვს, არც ერთი გოჭი არ გავყიდო და დავიწყო მცირე ბიზნესი, _ გვითხრა ზვიად ერქომაიშვილმა.