დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული დასკვნა წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ "2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გურიის მხარის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ააიპ) დასაქმებულთა რაოდენობა 984 საშტატო ერთეულით გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 370 ათასი ლარით, წლიურად კი – საშუალოდ 4.5 მილიონი ლარით გაზარდა.
ბატონმა გამგებელმა კი ასკურავასა და ზემონახსენებ ორგანიზაციას ტყუილის ტირაჟირებაში დასდო ბრალი და განაცხადა- "ტყუილია, ნაციონალების დაკვეთებს ასრულებს ვიღაც, არ მაინტერესებს რომელი ორგანიზაციაა".