დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზში ჩატარდა.
სხდომაზე ორი საკითხი იყო განხილული: "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ '- ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემუშავების სამუშაოთა ორგანიზების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.
სხდომას რამდენიმე წუთით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დაესწრო. გუბერნატორმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, უმრავლესობის წარმომადგენელს, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს მედეა მახარობლიძეს დაბადების დღე მიულოცა, და საჩუქრად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საეკლესიო საგალობელი უსახსოვრა.