საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ საქართველოს ყველა მაღამლთიან რეგიონში ძლიერი თოვა იყო.
მთელი ღამის გამნავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უხელტეხილზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე. რის შედაგადაც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა ამ მიმართულებაზე შენარჩუნებულია.
მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა.
აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია როგორც მოძრაობა ასევე გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ზვავსაშიშროების მოხსნასთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს რათა უმოკლეს დროში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი–ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.