ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ გულახდილ ინტერვიუში 48 წლის ფრანგი ლამაზმანი, მსახიობი და მომღერალი პატრისია კასი თავისი ცხოვრების გამორჩეულ მამაკაცებზე საუბრობს, მათ შორის ალენ დელონთან ურთიერთობაზე. როგორც მომღერალი ამბობს, მას ალენთან პლატონური სიყვარული აკავშირებს.
ეს სიყვარული პლატონურ ჩარჩოებს არ სცდება, მათ არც ერთხელ უკოცნიათ ერთმანეთისთვის, უფრო მეტიც, თავის დროზე პატრიცია ალენს კანის კინოფესტივალზეც არ გაჰყვა.
"ამასწინათ დამირეკა. მე კი როცა ტელეფონზე მისი ხმა მესმის, ვღიზიანდები.
მინდა შევხვდე მას, მაგრამ არ ღირს, რადგან ამით ისევ ჯადოსნური ზღაპარი დაიწყება…
ჩვენ არა მხოლოდ ვხვდებით, არამედ მოგვწონს ერთმანეთი. უფრო მეტიც, ჩვენ ერთმანეთზე ვართ შეყვარებულები, მაგრამ პლატონურად, რა რომანტიულია არა?
ვიცი რომ ის არაა ჩემს მიმართ გულგრილი და გულის სიღრმეში ველოდებოდი მის კოცნას. არ მსურს ეს სინაზე და მეგობრობა დავკარგო. დადის ჭორები, რომ ჩვენ შეყვარებულები ვართ და ეს ჭორები პრესის აქტიური განხილვის საგანი ხდება.
ჩემი მეგობრები კითხულობენ და ეჭვიანობის სცენებს მიწყობენ. არა მარტო ჩემი მეგობრები. ამ დროს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სიყვარული მხოლოდ პლატონურია, ის მაძლევს სითბოსა და სიძლიერეს, რომელიც ასე ძალიან მჭირდება". – განაცხადა პატრისია კაასმა.