საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პატიმრების შეწყალების უფლებას ითხოვს:
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", _ ეს განცხადება ილია მეორემ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ გააკეთა, რაც მსჯავრდებულების მიერ დადგმული სპექტაკლი _ "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა.